ახალი ამბები

2017-10-04 

სტუდენტების ახალი ნაკადი სსე-ში

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სასწავლო ცენტრს სტუდენტების ახალი ნაკადი ჰყავს. ახალგაზრდა ინჟინერთა სწავლება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსს კიდევ ორი ჯგუფი გაივლის, რომელსაც პრაქტიკული და თეორიული მეცადინეობები ერთი წლის განმავლობაში ჩაუტარდება. ელექტროენერგეტიკის მიმართულებით სულ 25 სტუდენტი ისწავლის, წარმატებული კურსდამთავრებულები კი სსე-ს სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებში დასაქმდებიან.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ აღნიშნულ პროგრამას 2005 წლიდან ახორციელებს. ამ პერიოდის განმავლობაში, სასწავლო პროგრამა გაიარა 222-მა სტუდენტმა, საიდანაც სსე-ში დასაქმდა 172 კურსდამთავრებული.

ქვეყანაში მიმდინარე მასშტაბური ენერგეტიკული პროექტების გათვალისწინებით, სსე-სთვის ძალიან მნიშვნელოვან რესურს წარმოადგენს ახალი თაობა, რადგან ისინი გახდნენ პროფესიონალები და გამოიმუშავონ ის უნარ-ჩვევები, რაც ქართული ენერგეტიკის განვითარებისთვისაა საჭირო.

25JPG.jpg26JPG.jpg27.JPG.jpg

კომუნიკაცია