ახალი ამბები

2017-06-09 

სსე-ში მორიგი სასისტემო-ავარიული ვარჯიში ჩატარდა

9 ივნისს, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" სასწავლო ცენტრში მორიგი სასისტემო ავარიული ვარჯიში ჩატარდა, რომელსაც დაესწრნენ როგორც "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" დისპეტჩერები და მორიგე ოპერატიული პერსონალი, ასევე სხვადასხვა ენერგეტიკული კომპანიების: "ენერგო-პრო ჯორჯია", შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“,“ ხრამჰესი-1“ და „ხრამჰესი-2“ პერსონალი.

სწავლების პროცესში „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრის დისპეტჩერებმა და მორიგე-ოპერატიულმა პერსონალმა, სხვა ენერგეტიკული კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად მოახდინეს იმიტირებული სასისტემო ავარიის აღმოფხვრა.

ზემოთ აღნიშნული სწავლება პირველი მასშტაბური პროექტია საქართველოში, რომელიც ემსახურება ენერგეტიკული კომპანიების პერსონალის კოორდინირებული მუშაობის უნარების დაუფლებას და სხვადასხვა ხარვეზების აღმოფხვრას. სასისტემო ავარიული ვარჯიშის ჩატარების მიზანს წარმოადგენს ქვეყნის ენერგეტიკული სტაბილურობისა და საიმედოობის გაზრდა.

smallpic-1.jpgsmallpic-2.jpg

კომუნიკაცია