ახალი ამბები

2017-09-29 

სსე-ს სასწავლო ცენტრში სასისტემო ავარიული ვარჯიში ჩატარდა

დღეს, 29 სექტემბერს, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” სასწავლო ცენტრში სასისტემო ავარიული ვარჯიში ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს როგორც „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დისპეტჩერებმა და მორიგე ოპერატიულმა პერსონალმა, ისე „თელასის“, „ენერგო-პრო ჯორჯიას“, „გარდაბნის თბოსადგურის“, „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ და სხვა ენერგეტიკული ორგანიზაციების თანამშრომლებმა.

სწავლების პროცესში სსე-ის ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრის დისპეტჩერებმა და მორიგე-ოპერატიულმა პერსონალმა, სხვა ენერგეტიკული კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, მოახდინეს იმიტირებული სასისტემო ავარიის აღმოფხვრა. აღნიშნული ვარჯიში „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” სასწავლო ცენტრში ყოველკვარტალურად ტარდება და ემსახურება ენერგეტიკული ორგანიზაციების პერსონალის კოორდინირებული მუშაობის უნარების დაუფლებას და მათი კვალიფიკაციის ამაღლებას.

22042143_765860913600787_8964389601384030070_o.jpg22042236_765860880267457_7939803515144465585_o.jpg22042360_765860953600783_1299608350073915900_o.jpg22096287_765860856934126_4040192978641417311_o.jpg22104721_765860996934112_1344912404167372337_o.jpg

კომუნიკაცია