ახალი ამბები

2017-07-14 

სსე-ს დელეგაცია ASTANA EXPO-2017-ის ენერგეტიკულ კვირეულს დაესწრო

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დელეგაცია ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში გამართული საერთაშორისო გამოფენის ASTANA EXPO-2017-ის ენერგეტიკულ კვირეულს დაესწრო. გამოფენაში, რომლის სლოგანია - „მომავლის ენერგია“, მონაწილე ქვეყნების მიერ წარმოდგენილია მიღწევები და პერსპექტივები ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენების სფეროში.

საქართველოს პავილიონში განთავსებულია ჰიდროელექტროსადგურის მოდელირებული ტურბინა, ინფორმატიული დაფები და ვიდეორგოლები საქართველოს ენერგეტიკისა და, ზოგადად, ქვეყნის, მისი კულტურის, ტურიზმისა და ტრადიციების შესახებ.

საერთაშორისო გამოფენა ASTANA EXPO-2017 ქ. ასტანაში 10 ივნისს გაიხსნა და 10 სექტემბრამდე გაგრძელდება. გამოფენაში 115 ქვეყანა და 22 საერთაშორისო ორგანიზაცია მონაწილეობს და 5 მილიონამდე ვიზიტორს ელიან.

astanaweek big 1.jpgastanaweek big 2.jpg20031577_722410711279141_685332728280009406_n.jpgastanaweek big 4.jpgastanaweek big 5.jpgastanaweek big 6.jpg

კომუნიკაცია