ახალი ამბები

2017-06-30 

სომხეთის ენერგეტიკული სექტორისა და USAID-ის წარმომადგენლობის ვიზიტი სსე-ში

ა.წ 29-30 ივნისს, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისში სომხეთის ენერგეტიკული სექტორისა და USAID-ის წარმომადგენლობის ერთობლივი სამუშაო შეხვედრები გაიმართა.

სომხური დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ: საზოგადოებრივი სერვისების მარეგულირებელი კომისიის, სისტემური ოპერატორის, ელექტროენერგეტიკის ბაზრის ოპერატორის, მაღალი ძაბვის ელექტროქსელების და სხვა ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლები. საქართველოს მხრიდან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ქ-ნი მარიამ ვალიშვილი და სსე-ს მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე ბ-ნი სულხან ზუმბურიძე. შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ: საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) წარმომადგენლები.

სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება და იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე. განიხილეს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკაში მიმდინარე ელექტროენერგეტიკული პროექტები. განსაკუთრებით გამახვილდა ყურადღება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხრიდან გაწეულ მხარდაჭერაზე. საუბარი შეეხო მეზობელ ენერგოსისტემებში თავისუფალი ბაზრის ფორმირებას და შემდგომ განვითარებას, ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის პრინციპებს, ელექტროენერგიით ვაჭრობის პროგრამული უზრუნველყოფისა და აღრიცხვის მეთოდოლოგიის რეგულაციების საკითხებს.

შეხვედრის დასასრულს, ხელი მოეწერა ოქმს, რომელშიც აისახა შეხვედრის დროს განხილული საკითხები.

smaller-1.jpgsmaller-2.jpgsmaller-3.jpgsmaller-4.jpgsmaller-5.jpg

კომუნიკაცია