ახალი ამბები

2017-12-14 

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ავტოპარკს ელექტრომობილები შეემატა

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ავტოპარკს Nissan leaf-ის ფირმის, ხუთი ახალი ელექტრომობილი შეემატა. ელექტრომობილების შესყიდვა „შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის“ პროექტის ფარგლებში, ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. ელექტრომობილების გადაცემის საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ: ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში სებასტიენ უსონ დე სამპინი და სსე-ს მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე სულხან ზუმბურიძე.

ელექტრომობილის ყოველწლიურად მზარდი პოპულარობის მიზეზი გარემოზე ზრუნვაა. მანქანა შიდაწვის ძრავის გარეშე გადაადგილდება, შესაბამისად, არ მოიხმარს საწვავს და არ აბინძურებს გარემოს.

„მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო გაწეული დახმარებისთვის ევროპის საინვესტიციო ბანკს, რომელთანაც ხანგრძლივი საპარტნიორო ურთიერთობა გვაკავშირებს. ქვეყნის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში წვლილის შეტანა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“ სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი ნაწილია. სწორედ ამიტომ, ჩვენი კომპანია ყოველთვის აქტიურად მონაწილეობს ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნების ხელშეწყობის სხვადასხვა აქციებში. “ - აღნიშნა სულხან ზუმბურიძემ.

_MG_7638JPG.jpg_MG_7683JPG.jpg_MG_7616JPG.jpg25435567_10208629094359448_1004932855_o.jpg

კომუნიკაცია