ახალი ამბები

2017-06-05 

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" დელეგაციის ვიზიტი ირლანდიაში

ამა წლის 29 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დელეგაცია, ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში, ელექტროენერგეტიკული სისტემების საერთაშორისო საბჭოს, CIGRE-ს სიმპოზიუმს დაესწრო.

აღნიშნული სიმპოზიუმის ფარგლებში, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ წარმომადგენლობამ მონაწილეობა მიიღო ტექნიკურ სემინარებში, სესიებსა და შეხვედრებში, დაესწრო გამოფენებს, სადაც წარმოდგენილი იყო თანამედროვე მსოფლიოს უახლესი მიღწევები ელექტროენერგეტიკის სფეროში.

ტექნიკური სემინარებისა და სესიების ძირითად მიმართულებას წარმოადგენდა თანამედროვე ენერგეტიკის ისეთი გამოწვევები, როგორებიცაა: ქარისა და მზის სადგურების ინტეგრაციის გამო სისტემის ინერციის შემცირება, გადამცემ ქსელში პროექტების განხორციელებისას წარმოქმნილი პრობლემები და სირთულეები, ქსელის ოპტიმიზაცია და განხორციელების გზები, კოორდინაციის საკითხები გადამცემი სისტემის ოპერატორსა და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს შორის.

ელექტროენერგეტიკული სისტემების საერთაშორისო საბჭოს დღეისათვის 14 000-ზე მეტი წევრი ჰყავს, რომელთა შემადგენლობაშიც არიან წამყვანი მკვლევარები, აკადემიკოსები, ინჟინრები, ტექნიკოსები და ენერგეტიკის დარგში მოღვაწე მსხვილი მწარმოებლები 90-ზე მეტი ქვეყნიდან.

სსე მომავალშიც აპირებს მონაწილეობას CIGRE-ს გამოფენებსა და სიმპოზიუმებში, ამავდროულად, უკვე დაგეგმილია “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” ელექტროენერგეტიკული სისტემის საერთაშორისო საბჭოს ოფიციალურ წევრად დარეგისტრირება, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას და ქართველ სპეციალისტებს საშუალებას მისცემს, არა მხოლოდ გაეცნონ უცხოელი კოლეგების ნამუშევრებს და ტექნიკის თანამედროვე მიღწევებს, არამედ თავადაც შეიტანონ წვლილი ამ კვლევებში.

pat-111.jpgpat-222.jpgpat-3333.jpg

კომუნიკაცია