ახალი ამბები

2017-07-05 

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა"-მ ქვეყნის ენერგეტიკისთვის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი დაასრულა

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა"-მ წარმატებით დაასრულა ქვეყნის ენერგეტიკისთვის უმნიშვნელოვანესი ობიექტის, 500 კვ-იანი ეგხ-ის „იმერეთი“ პარალელურად არსებული, 220 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზების რეკონსტრუქციის პროექტი. პროექტის ფარგლებში, განხორციელდა „სათაფლია-1-2“-ის რეკონსტრუქციის, „აჯამეთი 1-2“-ის და ,,აჯამეთი 2-3“-ის გაორჯაჭვიანებისა და „დერჩი“-ს ახალი 21 კმ-იანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები. შეიქმნა ახალი ენერგეტიკული ჯაჭვი ქ/ს „ქუთაისი-220“-სა და ქ/ს „ზესტაფონი-500“-ს შორის, რომელიც 500 კვ-იანი ეგხ „იმერეთის“ გამორთვის შემთხვევაში, მისი 80%-90%-იან რეზერვირების შესაძლებლობას გულისხმობს. პროექტი ნაწილობრივ დაფინანსდა მსოფლიო ბანკის მიერ „საქართველოს გადამცემი ქსელის გაძლიერების პროექტის“ ფარგლებში , ხოლო სრულად დაპროექტდა და განხორციელდა სსე-ს თანამშრომლების მიერ.

1-1-1.jpg2-2-2.jpg3-3-3.jpg4-4-4.jpg

კომუნიკაცია