ახალი ამბები

2017-12-25 

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მენეჯმენტის ვიზიტი იმერეთის რეგიონულ ქსელში

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველმა გუნდმა, სულხან ზუმბურიძის ხელმძღვანელობით, "რეგიონული ქსელების მონახულების პროექტის" ფარგლები მორიგი შეხვედრა იმერეთის რეგიონულ ქსელში გამართა.

ვიზიტის ფარგლებში, სსე-ს მენეჯმენტი ქვესადგურებს „ზესტაფონი-500“ და „ქუთაისი-220“ ესტუმრა და წლის განმავლობაში განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნო.

ქვესადგურების დათვალიერების შემდეგ, ქუთაისის რეგიონული ქსელის ოფისში წლის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე, პრეზენტაციები გააკეთეს მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ სულხან ზუმბურიძემ და იმერეთის რეგიონული ქსელის მენეჯერმა თენგიზ დადიანმა, რომლებმაც წლის განმავლობაში, კომპანიასა და რეგიონულ ქსელში განხორციელებული სამუშაოების შესახებ ისაუბრეს. შეხვედრის დასასრულს, გაიმართა დიალოგი თანამშრომლებსა და მენეჯმენტს შორის.

კომპანიის მენეჯმენტის შეხვედრები თანამშრომლებთან ყველა რეგიონულ ქსელშია დაგეგმილი.

26025852_806779392842272_8347453688856827001_o.jpg26023978_806779642842247_1050642111639658544_o.jpg25734233_806779516175593_3594971741725537252_o.jpg25626006_806779389508939_8998424102568338288_o.jpg25588107_806779522842259_286964026836395910_o.jpg25587777_806779396175605_5135553129382025410_o.jpg

კომუნიკაცია