ახალი ამბები

2017-10-30 

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის შემეცნებითი ტური ცაგერის და ლენტეხის უფროსკლასელებისთვის

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ს, შემეცნებითი ტურის ფარგლებში, ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტების სკოლების უფროსკლასელები სტუმრობდნენ. მოსწავლეებმა დაათვალიერეს ჟინვალის ჰიდროელექტროსადგური და ნავთლუღის ქვესადგური, მოინახულეს ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი, სადაც მათ ენერგეტიკის მინისტრმა ილია ელოშვილმა უმასპინძლა. ჩაუტარდათ მცირე ლექცია ზოგად ენერგეტიკაზე და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ როლზე ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების საქმეში.

„მე ცაგერის რაიონიდან ვიღებ მონაწილეობას ელექტროსისტემის შემეცნებით ტურში. ამ ორმა დღემ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და, ალბათ, სამომავლოდ გადავწყვეტ, გავყვე თუ არა ამ სფეროს,“ - თავისი შთაბეჭდილებების შესახებ ქვედა ცაგერის საჯარო სკოლის მოსწავლემ აკაკი საღინაძემ ისაუბრა.

"მადლობას ვუხდით "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას" ასეთი საინტერესო ტურის ორგანიზებისთვის, მოსწავლეები ძალიან კმაყოფილები არიან და დარწმუნებული ვართ, ასეთი ექსკურსიები დიდ როლს ითამაშებს ახალგაზრდებში პროფესიის სწორად შერჩევაში," - აღნიშნა ქვედა ცაგერის საჯარო სკოლის პედაგოგმა.

ენერგეტიკის დარგის ახალგაზრდა თაობაში პოპულარიზაციის მიზნით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ შემეცნებით ტურს უკვე ორი წელია ახორციელებს და მომავალშიც განაგრძობს მთელი საქართველოს მასშტაბით.

lentekhi-tsageri 1.jpglentekhi-tsageri 2.jpglentekhi-tsageri 3.jpglentekhi-tsageri 4.jpglentekhi-tsageri 5.jpglentekhi-tsageri 6.jpg

კომუნიკაცია