ახალი ამბები

2017-12-22 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს შორის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩიქოვანმა, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურმა დირექტორმა სულხან ზუმბურიძემ და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის წარმომადგენელმა ჰანს რიეკმა ხელი მოაწერეს „საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოების პროგრამის“ დაფინანსებისა და პროექტის განხორციელების ხელშეკრულებას.

პროგრამის მხარდასაჭერად, ევროკავშირმა სამეზობლო საინვესტიციო მექანიზმის საშუალებით (EU NIF) გამოყო 9,9 მლნ ევროს ოდენობის გრანტი.

პროგრამის მიზანს წარმოადგენს ჰიდროელექტროსადგურების ქსელის ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის ქსელის ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა, ელექტროგადამცემი ხაზის გამტარუნარიანობისა და ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის მოცულობის გაზრდა და საქართველოს ენერგომომარაგების უსაფრთხოების გაუმჯობესება.

„საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდება წყალტუბო-ახალციხე-თორთუმის ქსელთან მიერთების, გურიაში ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურის გაძლიერების, ჩრდილოეთ რგოლის მშენებლობისა და კახეთის რეგიონში ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურის გაძლიერების პროექტები.

25591748_805750886278456_6430986601841739763_n.jpg25508067_805750849611793_7364347927776807081_n.jpg25507897_805750882945123_3574109573520664293_n.jpg25507884_805750846278460_8352539781394666279_n.jpg

კომუნიკაცია