ახალი ამბები

2017-05-05 

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დასაქმების გამოფენა

დღეს, 5 მაისს, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-მ სასტუმრო რედისონში გამართულ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოველწლიური დასაქმებისა და სტაჟირების გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.

გამოფენას სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის 250-მდე სტუდენტი ესწრებოდა. გამოფენის მიზანს სტუდენტებისა და მათი მომავალი დამსაქმებლების ერთმანეთთან დაკავშირება წარმოადგენდა.

სსე აქტიურად არის ჩართული კურსდამთავრებულების სწავლასა და დასაქმებაში, მაქსიმალურად უწყობს ხელს მომავალ ენერგეტიკოსებს პროფესიულ განვითარებაში, საშუალებას აძლევს მათ მიიღონ სრულფასოვანი ცოდნა.

ენერგეტიკის სამინისტროს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდსა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი 2016 წელს გაფორმდა, რომელიც სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების ენერგეტიკის სფეროში მოღვაწე კომპანიების მუშაობაში ჩართვას ითვალისწინებდა.

patara111.jpgpatara222.jpgpatara333.jpg

კომუნიკაცია