ახალი ამბები

2017-11-30 

სამუშაო შეხვედრები ვენაში

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დელეგაციამ, სულხან ზუმბურიძის ხელმძღვანელობით, საქართველოს ენერგეტიკის ახალი კანონპროექტის სამუშაო ვერსიის განხილვის მიზნით, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გამართულ სამუშაო შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა. სამუშაო შეხვედრები სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ევროპის ენერგოგაერთიანებისა და საქართველოს ენერგეტიკული უწყებების წარმომადგენლები. შეხვედრა მიზნად ისახავდა “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ" საქართველოს კანონის სამუშაო დოკუმენტის ენერგოგაერთიანების რეკომენდაციებთან შესაბამისობაში მოყვანას.

24172969_963479427136978_4631813573198928868_o.jpg

კომუნიკაცია