ახალი ამბები

2017-10-12 

სამუშაო შეხვედრები AGIR-ს პროექტის ფარგლებში

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისში „ჩრდილოეთ-სამხრეთის ელექტროენერგეტიკული დერეფნის“ (AGIR) პროექტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრები გაიმართა. შეხვედრებს ესწრებოდნენ: გერმანიის (პროექტის კონსულტანტი), სომხეთის და რუსეთის დელეგაციები, სისტემური ოპერატორები, გადამცემი ქსელის ოპერატორების ექსპერტთა ჯგუფები და პროექტის დამფინანსებლის - KfW-ის წარმომადგენლები.

სამუშაო შეხვედრებზე, მხარეები გაეცნენ გერმანული საკონსულტაციო კომპანია „ფიხტნერის“ მიერ მომზადებულ საფინალო მიზანშეწონილობის ანგარიშის პროექტს და დასახეს პროექტის შემდგომი ნაბიჯების განხორციელების გზები.ოქტომბრის ბოლოს, თეირანში, იგეგმება ექსპერტთა ჯგუფის ფინალური შეხვედრა, სადაც პროექტში ჩართული ყველა ქვეყნის (სომხეთი, საქართველო, ირანი, რუსეთი) წარმომადგენლის მიერ ხელი მოეწერება კვლევის ანგარიშს და დაიგეგმება საკოორდინაციო საბჭოს შემდგომი შეხვედრა.

„ჩრდილოეთ-სამხრეთის ელექტროენერგეტიკული დერეფნის“ პროექტი მოიცავს გადამცემი ხაზებისა და ქვესადგურების კომპლექსს, რომელიც დააკავშირებს სამხრეთ რუსეთის, საქართველოს, სომხეთისა და ჩრდილო-დასავლეთ ირანის ენერგოსისტემებს და უზრუნველყოფს ამ მიმართულებით დიდი მოცულობით ელექტროენერგიის გადადინებას ექსპორტ-იმპორტისა და ტრანზიტის უზრუნველსაყოფად.

AGIR Tbilisi 1 small (1).jpgAGIR Tbilisi 1 small (2).jpgAGIR Tbilisi 1 small (3).jpgAGIR Tbilisi 1 small (4).jpgAGIR Tbilisi 1 small (5).jpgAGIR Tbilisi 1 small (6).jpgAGIR Tbilisi 1 small (7).jpg

კომუნიკაცია