ახალი ამბები

2017-10-17 

სამუშაო შეხვედრა „ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოების პროგრამა II-ის“ ფარგლებში

2017 წლის 16 და 17 ოქტომბერს, სსე-ს სათავო ოფისში, „ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოების პროგრამა II-ის“ ფარგლებში, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“, „ენერგოტრანსის“ და საკონსულტაციო კომპანიების წარმომადგენლების ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

სამუშაო შეხვედრებზე მხარეებმა იმსჯელეს დაგეგმილი პროექტების გარემოსდაცვით და სოციალური განსახლების საკითხებზე.

პროექტი გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის (KfW) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ არის დაფინანსებული. პროექტის ტექნიკური კონსულტანტი კომპანია Fichtner, ხოლო გარემოსდაცვითი და სოციალური კონსულტანტი კომპანია SLR-ია. „ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოების პროგრამა II“ მოიცავს საქართველოში ელექტროგადამცემი ხაზებისა და ქვესადგურების მშენებლობა-რეაბილიტაციის გზით ელექტროგადამცემიქსელისგაფართოებას, რაც კიდევ უფრო საიმედოს გახდის ქვეყნის ენერგომომარაგებას და ხელს შეუწყობს ექსპორტ-იმპორტის განხორციელებას.

samushaoshekhvedraII 1JPG.jpgsamushaoshekhvedraII 2JPG.jpgsamushaoshekhvedraII 3JPG.jpgsamushaoshekhvedraII 4JPG.jpg

კომუნიკაცია