ახალი ამბები

2017-07-18 

რეაქტორების მონტაჟი ქ/ს "გარდაბანი 500"-ში

ქვესადგურში „გარდაბანი-500“ წარმატებით დასრულდა „ზესტაფონი-500“-დან დემონტირებული, კომპანია „სიმენსის“ მიერ წარმოებული, 500 კვ. ცალფაზა მაშუნტირებელი რეაქტორების სამონტაჟო სამუშაოები, რომლებმაც ძველი, რუსული წარმოების რეაქტორები ჩაანაცვლა.

რეაქტორების მონტაჟით, მკვეთრად გაიზრდება ქსელის საიმედოობა და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მომხმარებლისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის ხარისხი. რეაქტორები აღჭურვილია ბუნებრივი გაგრილების სისტემით, რაც მკვეთრად ზრდის მათი ექსპლოატაციის ვადებს.

დემონტაჟის და მონტაჟის სამუშაოები სსე-ს ტრანსფორმატორების სარემონტო სამსახურმა შეასრულა. რეაქტორების მოსალტვა, უჯრედის მოწყობა, სარელეო და ავტომატიკის წრედების აღდგენა და დიაგნოსტიკური სამუშაოები განხორციელდა ასევე სსე-ს თანამშრომლების მიერ.

20108309_724374264416119_6707907842536869114_n.jpg

კომუნიკაცია