ახალი ამბები

2017-12-12 

ქსელის განვითარების სამწლიანი პროგრამის პრეზენტაცია სემეკში

დღეს, 12 დეკემბერს, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ რეაბილიტაციის მმართველმა ბატონმა სულხან ზუმბურიძემ გადამცემი ქსელის განვითარების სამწლიანი პროგრამის შესახებ გააკეთა პრეზენტაცია. შეხვედრა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) სათავო ოფისში გაიმართა. მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ განიხილა, როგორც ელექტროენერგიის მოხმარება/მიწოდების სტატისტიკა, ასევე მომდევნო წლებში განსახორციელებელი პროექტებიც, შესაბამისი ინვესტიციებით და ქსელთან მისაერთებელი სადგურების პარამეტრებით.

სულხან ზუმბურიძის თქმით, 2017 წელს, ელექტროენერგიის მოხმარების ზრდის გამო, გაზრდილია იმპორტის მაჩვენებელიც. შესაბამისად, დიდი მნიშვნელობა აქვს ჰესებთან დამაკავშირებელი გადამცემი ინფრასტრუქტურის მშენებლობას. "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" 2018-2020 წლებში 184 მილიონ ევროზე მეტი მოცულობის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები ქვეყანას საშუალებას მისცემს, საკუთარი გენერაციის განახლებადი წყაროებით დააკმაყოფილოს გაზრდილი მოხმარება,“ -აღნიშნა მან. დეკემბრის ბოლოს, სსე-ის სამწლიანი ინვესტიცია ასახული იქნება ტარიფში. შესაბამისი სატარიფო მეთოდოლოგიის დადგენა კი ხელს შეუწყობს, როგორც გადაცემის, ასევე დისპეტჩერული მომსახურეობის ხარისხობრივი მაჩვენებლის გაუმჯობესებას, ინვესტიციების მოზიდვას და იმ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას, რომლებიც კომპანიას წლის განმავლობაში აქვს დაგეგმილი.

25299870_800924290094449_479694763104180609_o.jpg25182354_800924283427783_3981123457289554067_o.jpg25074978_800924286761116_4039501072195685930_o.jpg

კომუნიკაცია