ახალი ამბები

2017-10-04 

ქართულ-იტალიური ბიზნესფორუმი

დღეს, 4 ოქტომბერს, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ სულხან ზუმბურიძემ ქართულ-იტალიურ ბიზნესფორუმში მიიღო მონაწილეობა. ფორუმი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ და იტალიის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ ივან სკალფაროტომ გახსნეს.

იტალიის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ ივან სკალფაროტომ, ენერგეტიკის მინისტრმა ილია ელოშვილმა და მინისტრის მოადგილემ თორნიკე რიჟვაძემ ფორუმის ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა. ივან სკალფაროტოს თქმით, ყველა იმ საერთაშორისო ინდიკატორის გათვალისწინებით, რომელიც ქვეყანას აქვს, საქართველო ძალზედ საინტერესო ბაზარს წარმოადგენს თანამშრომლობისთვის.

business-forum 1small (1).jpgbusiness-forum 1small (2).jpgbusiness-forum 1small (3).jpg

კომუნიკაცია