ახალი ამბები

2017-10-18 

კომპანია Elia Group-ის წარმომადგენლის ვიზიტი სსე-ში

17 და 18 ოქტომბერს, სსე-ს სამუშაო ვიზიტით ბელგიური კომპანიის Elia Group -ის აქტივების მართვის ექსპერტი, რუდოლფ ჰანუისე ეწვია.

გამომდინარე იქიდან, რომ კომპანია Elia Group აპირებს, თავის კუთვნილ ქსელში დანერგოს ავარიის საწინააღმდეგო ავტომატიკის პროგრამა, ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა აღნიშნული პროგრამისა და მისი მუშაობის პრინციპების გაცნობა, რომელიც სსე-ში 2010 წელს დაინერგა.

ვიზიტის ფარგლებში, ბელგიელმა სტუმარმა მოინახულა სსე-ს სადისპეტჩერო და ქვესადგური „გარდაბანი -500“.

Elia Group-ი ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის ერთ-ერთი მსხვილი მფლობელი კომპანიაა, რომლის მფლობელობაშია 800 ქვესადგური და განახლებადი ენერგიის წყაროები.

elia engineering 1.jpgelia engineering 2.jpgelia engineering 3.jpgelia engineering 4.jpg

კომუნიკაცია