ახალი ამბები

2017-12-11 

გამოფენა Elcomm Caucasus 2017

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დელეგაცია საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯია“-ში გამართულ, განახლებადი ენერგიისა და ენერგეტიკის საერთაშორისო გამოფენას Elcomm Caucasus 2017 დაესწრო, რომელშიც ქართული და უცხოური ენერგოკომპანიები მონაწილეობდნენ.

გამოფენის ფარგლებში, სსე-ს დელეგაციამ სამუშაო შეხვედრები გამართა ელექტროენერგეტიკის დარგში მოღვაწე სხვადასხვა სერვისის მომწოდებელ და პროდუქციის მწარმოებელ ქართულ და უცხოურ კომპანიებთან.

,,საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის“ ორგანიზებით, საგამოფენო სივრცეში გაიმართა კონფერენცია „განახლებადი და ალტერნატიული ენერგეტიკა 2017“, სადაც განხილული იყო ენერგეტიკული ბაზრის ახალი მოდელი, სამომავლო რეფორმები და ელექტროენერგიით ვაჭრობის შესაძლებლობები. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მხრიდან, ელექტრული რეჟიმებისა და განვითარების სამსახურის უფროსმა, არჩილ კოხტაშვილმა წარადგინა პრეზენტაცია განახლებადი ენერგიის წყაროების საქართველოს ენერგოსისტემაში ინტეგრაციის გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ.

საერთაშორისო გამოფენა მომავალ წელსაც გაიმართება.

25182009_800344286819116_8981755805137145361_o.jpg25075068_800344476819097_2104347158608326750_o.jpg25073501_800344373485774_1975460403282373587_o.jpg25073152_800344233485788_4304020813415259302_o.jpg24958864_800344420152436_2225312535238136595_o.jpg

კომუნიკაცია