ახალი ამბები

2017-12-06 

ევროპელი ექსპერტების ვიზიტი „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისს ევროპელი ექსპერტები - ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს გაზის ექსპერტი ანდრიუს სიმკუსი და ესტონეთის კონკურენციის სააგენტოს გენერალური დირექტორი მაარტ ოტსი ესტუმრნენ.

ვიზიტის მიზანს საქართველოს ენერგეტიკის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციისა და მესამე ენერგეტიკული პაკეტის მოთხოვნების შესაბამისი კონკურენტუნარიანი ენერგეტიკული ბაზრის ჩამოყალიბების პროცესის ხელშეწყობა წარმოადგენდა. სამუშაო შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს ენერგეტიკის შესახებ საქართველოს ახალი კანონპროექტის დეტალები, ქართულმა მხარემ ევროპელი ექსპერტებისგან მიიღო რეკომენდაციები ელექტროენერგეტიკული სექტორის ეფექტურად სამართავად. ვიზიტის ფარგლებში, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ სულხან ზუმბურიძემ ექსპერტებს ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი დაათვალიერებინა.

აღნიშნული ვიზიტი ევროკომისიის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის (TAIEX) მხარდაჭერით განხორციელდა. შეხვედრებს სსე-ს წარმომადგენლების გარდა, ესწრებოდნენ: საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“, „საქრუსენერგოს“ წარმომადგენლები და კომპანია USAID-ის ადგილობრივი პროექტების ექსპერტები.

IMG_9974.jpgIMG_9972JPG.jpgIMG_9933.jpg_MG_6520.jpg

კომუნიკაცია