თანამშრომლობის პროგრამები

 

შავი ზღვის რეგიონული ელექტროგადამცემი სისტემის დაგეგმარების პროექტი (BSTP)

შავი ზღვის რეგიონული ელექტროგადამცემი სისტემის დაგეგმარების პროექტი (BSTP) 2004 წელს, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, აშშ-ის ენერგეტიკის ასოციაციისა და შავი ზღვის რეგიონის ელექტროგადამცემი ქსელების ოპერატორების მიერ შეიქმნა. პროექტის მიზანს ელექტროენერგიის პირველი ერთობლივი გადაცემის დაგეგმვის მოდელის შექმნა და ანალიზისთვის ინსტიტუციური პოტენციალის გაზრდა წარმოადგენდა. სამუშაო ჯგუფის წევრები არიან: სომხეთის, ბულგარეთის, საქართველოს (სსე), მოლდოვას, რუმინეთის, უკრაინისა და თურქეთის ელექტროგადამცემი ქსელების ოპერატორები.

პროექტის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმში წარმოდგენილია პროექტის ორგანიზებისა და კოორდინაციის საფუძვლები, მეთოდოლოგიის დეტალები, შესრულების ვადები, გრაფიკი და წარსადგენი დოკუმენტაცია. განსაზღვრულია ელექტროგადამცემი ქსელის ოპერატორების უფლებები და პასუხისმგებლობები, „ტრანსელექტრიკა“-ს, როგორც ტექნიკური კოორდინატორის როლი, EKC-ს, როგორც რეგიონული მოდელის ინტეგრატორის როლი და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და აშშ-ის ენერგეტიკის ასოციაციის (USEA) მიერ გაწეული მხარდაჭერა.

ურთიერთგაგების მემორანდუმით გათვალისწინებული მიზნები და ამოცანები:

  • შავი ზღვის რეგიონის გადამცემი სისტემის ოპერატორებს შორის რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობა ელექტროენერგიის გადაცემის დაგეგმვაში;
  • გადამცემ სისტემებსა და კავშირებში პრიორიტეტული ინვესტიციების განსაზღვრა, რეგიონული ენერგოსისტემის საიმედოობის გასაუმჯობესებლად;
  • შავი ზღვის რეგიონში ელექტროენერგიით ვაჭრობის ზრდის შესაძლებლობების შეთავაზება;
  • ელექტროენერგიის გადაცემის დაგეგმვის პრინციპების, მეთოდებისა და მეთოდოლოგიების ჰარმონიზება;
  • ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის დაგეგმვის გამოცდილების მქონე და დაკავშირებული ენერგოსისტემების მახასიათებლების შესახებ კარგად ინფორმირებული ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის შექმნა;
  • შავი ზღვის რეგიონში გადამცემი სისტემის ანალიზისთვის, გადამცემი სისტემის ოპერატორებს შორის საერთო პლატფორმის (საერთო მონაცემთა ბაზა, საერთო პროგრამული უზრუნველყოფა და თანმიმდევრული პრინციპები) შექმნა;
  • ელექტროენერგიის გადაცემის დაგეგმვის პროგრამული უზრუნველყოფის (PSS/E)გამოყენებაში ტრენინგების ჩატარება;
  • ფართო აუდიტორიისთვის პოლიტიკის შემმუშავებელი და მარეგულირებელი ორგანოების ანალიზის შედეგების გაცნობა.

შავი ზღვის რეგიონული ელექტროგადაცემის სისტემის დაგეგმვის პროექტის (BSTP) სამუშაო ჯგუფი მუდმივად ფუნქციონირებს მთელი პროექტის განმავლობაში. 2004 წლიდან, პროექტის ფარგლებში, გადამცემი სისტემის მოდელირებაში მომზადდა დაახლოებით 200 ინჟინერი.

სამუშაო ჯგუფმა 2010, 2015 და 2020 წლების დაგეგმვის პერიოდისთვის შეიმუშავა მაღალი ძაბვის ქსელის პირველი დეტალური ადგილობრივი და რეგიონული ელექტროენერგიის ნაკადის განაწილების და დინამიკის მოდელები. ეს მოდელები გამოიყენება რეგიონულ დონეზე ელექტროენერგიის ვაჭრობაში სირთულეების გამოვლენის, ენერგეტიკული უსაფრთხოების ინიციატივებზე გადამცემი ქსელის ზემოქმედების მოდელირების, განახლებადი ენერგორესურსების ინტეგრაციის პოტენციალის განსაზღვრის და ქსელის საინვესტიციო მოთხოვნების განსაზღვრის მიზნით. პროექტის მიმდინარეობისას, BSTP სამუშაო ჯგუფმა დაასრულა გადამცემი ქსელის რეგიონული მნიშვნელობის კვლევა პოლიტიკის შემქმნელი და მარეგულირებელი ორგანოებისთვის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და ფინანსური დაწესებულებებისთვის, ასევე სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის. ამ კვლევებმა უკვე მიიღო რამდენიმე ასობით მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია.

სამუშაო ჯგუფი ამჟამად ENTSO-E-ს ხარჯების ეფექტურობის ანალიზის მეთოდოლოგიის შავი ზღვის რეგიონის უნიკალურ ტექნიკურ, სამართლებრივ და მარეგულირებელ გარემოსთან ადაპტირებას ახორციელებს. ხარჯების ეფექტურობის ანალიზის I ეტაპზე შეფასდება შერჩეული კანდიდატი გადამცემი ხაზების ტექნიკურ-ეკონომიკური ხარჯები და სარგებლიანობა, როგორც სისტემებს შორის ელექტროგადაცემის პროექტებთან, ისე შიდა ელექტროგადაცემის პროექტებთან მიმართებაში, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საქართველოს გადამცემი ქსელის სიმძლავრის მეზობელ ქვეყნებთან მიმოცვლის შესაძლებლობებზე.

პროექტის მიზნებია:

  • ENTSO-E-ს სახელმძღვანელოს შესაბამისად, ხარჯების ეფექტურობის ანალიზის მეთოდოლოგიის შემუშავება, ხარჯების შეწონვა კანდიდატი პროექტების ტექნიკური სარგებლის ქსელზე დაფუძნებული სტანდარტული შეფასების საპირისპიროდ (ელექტროენერგიის ნაკადის სტანდარტული განაწილების საფუძველზე);
  • ხარჯების ეფექტურობის ანალიზის პროექტებით მიღებული სარგებლის საბაზრო შეფასების უზრუნველყოფა (OPF მოდელირების ანალიზზე დაყრდნობით);
  • კანდიდატი ელექტროგადაცემის პროექტების გავლენის ქვეშ არსებული სხვა შესაბამისი კრიტერიუმების, როგორებიცაა გარემოსდაცვითი და სოციალური ზემოქმედება, ხარისხობრივი შეფასების გათვალისწინება.

საერთო კონცეფცია

პროექტის მიღწევებზე დაყრდნობით, პროექტის მონაწილეები მხარს დაუჭერენ შემდეგი მიზნების მიღწევას:

  • შავი ზღვის რეგიონის ელექტროგადამცემი ქსელის ოპერატორებს შორის ელექტროენერგიის გადაცემის დაგეგმვის კუთხით რეგიონალური თანამშრომლობის ხელშეწყობა;
  • ელექტროგადამცემ ქსელებსა და ენერგოგაერთიანებებში პრიორიტეტული ინვესტიციების განსაზღვრა, რეგიონული კვების ქსელის საიმედოობის გასაუმჯობესებლად;
  • ელექტროენერგიის გადაცემის დაგეგმვისა და მუშაობის პრინციპების რეგიონული ჰარმონიზაციის მხარდაჭერა;
  • შავი ზღვის რეგიონში ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის გაძლიერება.

პროექტის მიზნები

საერთო კონცეფციის გასამყარებლად, პროექტის მიზნებია:

  • 2020 და 2025 წლებში, ელექტროენერგიის განაწილების ნაკადის და ელექტროგადამცემი ქსელის ოპერატორების მიერ შექმნილი დინამიური რეგიონალური ელექტროგადამცემი მოდელების შენარჩუნება და განახლება;
  • ადგილობრივ ელექტროგადამცემი ქსელის ოპერატორებს შორის ინსტიტუციური შესაძლებლობების შექმნის მხარდაჭერა, ინჟინრებისთვის ენერგოსისტემების მოდელის (PSS/E) და სხვა პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებაზე ტრენინგების ჩატარებით, რაც ხელს შეუწყობს სისტემის ანალიზის შემუშავებას და განხორციელებას;
  • ანალიზის განხორციელება ელექტროგადაცემის პოტენციური საინვესტიციო პროექტების განსაზღვრის მიზნით, რაც გაზრდის ელექტროენერგიის ვაჭრობას და უზრუნველყოფს რეგიონული კვების ქსელის უსაფრთხოებასა და საიმედოობას;
  • პოლიტიკური, მარეგულირებელი და სამრეწველო დარგის წარმომადგენლების ფართო აუდიტორიის წინაშე ანალიზის შედეგების გაცნობა.

პროექტის ამოცანები

პროექტი შედგება შემდეგი ამოცანებისგან:

  • დინამიური და გარდამავალი სტაბილურობის ანალიზისთვის PSS/E-ს გამოყენებაზე ტრენინგის ჩატარება, რაც დროთა განმავლობაში ხელს შეუწყობს სამუშაო ჯგუფის უნარების შენარჩუნებას და გაუმჯობესებას;
  • ენერგიის განახლებადი წყაროების შექმნაზე, პროგნოზირებასა და ელექტროგადამცემ ქსელებში ინტეგრირებაზე ტრენინგის ჩატარება;
  • კრიტერიუმების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღების სტრუქტურის შემუშავება, რომელსაც ელექტროგადამცემი ქსელის ოპერატორები გამოიყენებენ კონკურენტულ მაბალანსირებელ ბაზარზე გადასვლასთან დაკავშირებული პოტენციური სარგებლისა და ხარჯების შეფასებისთვის;
  • ელექტროენერგიის გადაცემასთან დაკავშირებული რეგიონული მნიშვნელობის პრიორიტეტული პროექტების განსაზღვრა იმის გაანალიზების საფუძველზე, თუ რამდენად შეუძლია ქსელს ბაზარზე ვაჭრობის მხარდაჭერა;
  • პარტნიორული ურთიერთობის დამყარება ჩრდილოეთ ამერიკის და ევროპის ელექტროგადამცემი ქსელის ოპერატორებთან, განახლებადი რესურსების ინტეგრირების და საბაზრო გარემოში დაგეგმვის კუთხით.
  • კომუნალური სამსახურების მარეგულირებელი კომისიების თანამშრომლობა ეროვნულ ასოციაციასთან (NARUC) და შავი ზღვის რეგიონული მარეგულირებელი ინიციატივის (BSRI) სამუშაო ჯგუფთან;
  • პოლიტიკური, მარეგულირებელი და კომერციული სფეროს წარმომადგენლებს შორის ანალიტიკური შედეგების გავრცელება.

ენერგეტიკული ტექნოლოგიისა და მართვის პროგრამა

აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის ენერგოხიდი

აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის ენერგოხიდის პროექტი, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის მაღალი ძაბვის ქსელების ტექნიკური პოტენციალის გამოკვლევის მიზნით, 2009 წლის აპრილში შეიქმნა. სუბრეგიონალური პროექტი ხელს შეუწყობს ელექტროენერგიით ვაჭრობის ზრდას, ელექტროენერგიის მიმოცვლას, მნიშვნელოვნად გაზრდის ქსელის საიმედოობას.პროექტი სცილდება შავი ზღვის რეგიონული ელექტროგადაცემის დაგეგმარების პროექტის (BSTP) ფარგლებს და მხარს უჭერს USAID-ის მიერ დასახულ, სამი ქვეყნის ენერგოგაერთიანების გამყარების მიზნებს. პროექტი გააუმჯობესებს ელექტროენერგიის სუბრეგიონალურ ვაჭრობას, უზრუნველყოფს განახლებადი ენერგიის ეფექტურად ინტეგრირებას, გააუმჯობესებს ენერგოუსაფრთხოებას და უზრუნველყოფს რეგიონული გენერატორების პარკის ოპტიმიზაციას.