საერთაშორისო შეთანხმებები

სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ აქტიურად თანამშრომლობს მეზობელი ქვეყნების: თურქეთის, რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის გადამცემი სისტემის ოპერატორებთან ელექტროენერგიის ექსპორტის, იმპორტის, ტრანზიტის და ავარიულ რეჟიმში დახმარების კუთხით. უფრო მეტიც, სსე ურთიერთობს ევროკავშირის რამდენიმე გადამცემი სისტემის ოპერატორთან, ელექტროენერგიის ბაზრის სტრუქტურის ორგანიზების, ელექტროენერგიის უსაფრთხო მიწოდების უზრუნველყოფის სფეროში გამოცდილების გაზიარების, ასევე საქართველოს ენერგეტიკული კანონმდებლობის ევროკავშირის მოთხოვნებთან ჰარმონიზაციის მიზნით. სსე ცდილობს მჭიდრო ურთიერთობა დაამყაროს გადამცემი სისტემის ოპერატორების ევროპულ ქსელთან (ENTSO-E) და მიიღოს დამკვირვებელი წევრის სტატუსი. ამავე დროს, სსე ჩართულია რუსეთთან, სომხეთთან და ირანთან ჩრდილოეთ-აღმოსავლეთის ენერგეტიკული დერეფნის განვითარების შესაძლებლობების კვლევის პროცესში.

სსე-ის მიერ, მეზობელი ქვეყნების გადამცემი სისტემის ოპერატორებთან ხელმოწერილი იქნა შესაბამისი ხელშეკრულებები, აღნიშნული ქვეყნების ენერგოსისტემებთან პარალელური მუშაობის უზრუნველყოფის მიზნით.

საქართველომ და თურქეთის რესპუბლიკამ გააფორმეს საერთაშორისო ხელშეკრულებები ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობისა და შესაბამისი ურთიერთდამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზის ოპერირების შესახებ.