ენერგეტიკული გაერთიანება

2016 წლის 14 ოქტომბერს, სარაევოში, ენერგეტიკული გაერთიანების მინისტრთა საბჭოს 14-ე შეხვედრაზე, ერთხმად დამტკიცდა ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს მიერთება. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, საქართველოს სახელით, ხელი მოაწერა ოქმს ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებაზე საქართველოს მიერთების შესახებ.(https://www.energy-community.org/portal/page/portal/ENC_HOME/DOCS/4364463/3F106EFDED7719F6E053C92FA8C099DF.pdf). საქართველო დაიწყებს ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებისთვის საჭირო შიდა პროცედურების განხორციელებას. მიერთება ძალაში შევა შესაბამისი პროცედურების დასრულებიდან მომდევნო თვის პირველივე დღეს.

ორგანიზაციაში საქართველო დამკვირვებლის სტატუსით 2007 წლიდან სარგებლობს.

საქართველოს სრულუფლებიან წევრობაზე მოლაპარაკებები 2014 წელს დაიწყო, ხოლო მოლაპარაკებების ბოლო ეტაპი, რომელიც საერთო ხედვისა და მიდგომების განვითარების თვალსაზრისით განსაკუთრებით კონსტრუქციული იყო, 2016 წლის მაისში გაიმართა.