ელექტროგადამცემი ქსელის ფლობა

სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის ერთ-ერთი მსხვილი მფლობელია (ქვეყანაში გადამცემი ქსელის მფლობელი სამი კომპანიაა). სსე-ს გადამცემი ინფრასტრუქტურა შედგება 3 350 კმ. სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზებისა და 90 ქვესადგურისგან. კომპანია არ აწარმოებს ელექტროენერგიას. ის ახორციელებს ელექტროენერგიის გადაცემას ჰიდრო, თბო და ქარის ელექტროსადგურებიდან ელექტროენერგიის გამანაწილებელ კომპანიებამდე (სს ,,თელასი“, სს ,,ენერგ-პრო ჯორჯია“) და პირდაპირ მომხმარებლებამდე (მსხვილი საწარმოები). გამანაწილებელი კომპანიები ელექტროენერგიას აწვდიან საბოლოო მომხმარებელს, ხოლო პირდაპირი მომხმარებლები მოიხმარენ საკუთარი მიზნებისთვის.