ელექტროგადამცემი ქსელის მართვა

სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“, როგორც დისპეტჩერიზაციის ერთადერთი ლიცენზიანტი, პასუხისმგებელია, რეალურ დროში, ელექტროენერგიის მოთხოვნა-მიწოდების დაბალანსებასა და ელექტროენერგიის საიმედო მიწოდებაზე.

დაგეგმილი სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად, სსე ახორციელებს სასისტემო მნიშვნელობის ელექტროგადამცემი ხაზების და ქვესადგურების ცალკეული ელემენტების გამორთვას და საჭიროების შემთხვევაში, ელექტროენერგიის მიწოდების დროებით შეზღუდვას. ამზადებს რელეური დაცვის სქემებს და აანალიზებს ქსელში მომხდარ ავარიებს.

სსე-ს ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი, ენერგეტიკული რესურსების ოპტიმალური გამოყენების მიზნით, კოორდინაციას უწევს ელექტროენერგეტიკული ბაზრის მონაწილეების საქმიანობას. ასევე, მართავს გადამცემ ქსელს სტანდარტულ და ავარიულ სიტუაციებში.