მმართველთა საბჭო

დავით თვალაბეიშვილი

რეაბილიტაციის მმართველი / მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე

davit tvalabeishvili

დავით თვალაბეიშვილი სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ რეაბილიტაციის მმართველად / მმართველთა საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა 2018 წლის ოქტომბერში. მას აქვს ენერგეტიკის სექტორში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება. დავითი 2012 წლიდან ხელმძღვანელობდა საქართველოში ერთ-ერთ უმსხვილეს ენერგეტიკულ კომპანიას - სს ,,ნავთობისა და გაზის კორპორაციას“. მანამდე საქმიანობდა ათწლეულის გამოწვევის ფონდის (MCG) საქართველოს ოფისში, ენერგოპროექტების დირექტორის თანამდებობაზე და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს ოფისში, ენერგოსექტორის პროექტის მენეჯერის თანამდებობაზე. ის ასევე მუშაობდა მსოფლიო ბანკში, სამხრეთ კავკასიაში, Carbon Finance-ის პროექტის კოორდინატორად. კარიერის დასაწყისში, 1996-2005 წლებში, დავითი მუშაობდა სს ,,საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციაში“, სადაც იყო სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და აქტიურად იყო ჩართული საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი ბაქო-სუფსის ნავთობსადენის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მთავარი საექსპორტო მილსადენისა და ბაქო-თბილისი-ერზრუმის სამხრეთ კავკასიური მილსადენის სისტემების მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებების, განვითარებისა და განხორციელების ყველა ასპექტში. დავითს დამთავრებული აქვს თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი.

გიორგი ამუზაშვილი

32

მმართველთა საბჭოს წევრი

გიორგი ამუზაშვილი სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს წევრად და დისპეტჩერიზაციის მიმართულების ხელმძღვანელად დაინიშნა 2017 წელს. გიორგი კომპანიას შემოუერთდა 2009 წელს და მუშაობდა დისპეტჩერის, უფროსი დისპეტჩერის, ტექნიკური ინსპექციის უფროსი ინჟინრის, მთავარი დისპეტჩერის მოადგილის, ქსელის ქვესადგურების განვითარების პროექტების მენეჯერის და WAM- ის პროექტის მენეჯერის თანამდებობებზე. 2016-2017 წლებში მუშაობდა კომპანიაში შპს ,,ბიპი საქართველო“, 2006-2009 წლებში - სს ,,ენერჯი ინვესტში“, ხოლო 2003-2005 წლებში -შპს ,,აღმოსავლეთის ენერგოკორპორაციაში“. გიორგის დამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და მინიჭებული აქვს ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაცია. მას ასევე მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი ელექტროენერგეტიკაში - საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.

ზურაბ ეზუგბაია

35

მმართველთა საბჭოს წევრი

ზურაბ ეზუგბაია სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს წევრად დაინიშნა 2008 წელს. ის ხელმძღვანელობს კომპანიის კომერციულ და იურიდიულ მიმართულებებს. ზურაბი ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ შემოუერთდა 2004 წელს და მუშაობდა იურიდიული მენეჯერის და იურიდიული აღმასრულებელი მენეჯერის თანამდებობებზე. 2000-2001 წლებში საქმიანობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, მოქალაქეობის, იმიგრაციის, სამოქალაქო მდგომარეობის რეგისტრაციის და ნოტარიატის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე. 2001 წელს მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში, იურიდიული სამსახურის უფროსის მოადგილედ. 2001-2003 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე და სამინისტროს საპარლამენტო მდივანი. ზურაბს დამთავრებული აქვს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით და მინიჭებული აქვს იურისტის კვალიფიკაცია.

მამუკა სხილაძე

37

მმართველთა საბჭოს წევრი

მამუკა სხილაძე სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს წევრად დაინიშნა 2011 წელს. 2010-2011 წლებში საქმიანობდა ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ შვილობილ კომპანია ,,ენერგოტრანსში”, ფინანსურ საკითხებში დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე. 2006-2007 წლებში მუშაობდა ,,თეგეტა მოტორსში”, ფინანსურ დირექტორად, 2007-2008 წლებში - ,,საქართველოს ბანკში”, ბიუჯეტისა და კონტროლის განყოფილების უფროსად, 2006 წელს - აუდიტორულ კომპანია ,,PricewaterhouseCoopers“-ში, უფროს აუდიტორად, 2005 წელს - აუდიტორულ კომპანია ,,Deloitte“-ში, აუდიტორ-სუპერვაიზორად. მამუკას მიღებული აქვს ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი ,,ბიზნესის სკოლა - ESM თბილისში“.