ისტორია

წელიისტორია  
2002შპს ,,ელექტროდისპეტჩერიზაციის" და სს " ელექტროგადაცემის" შერწყმის შედეგად დაფუძნდა შპს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა".  
2003შპს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მართვის უფლება გადაეცა საერთაშორისო კომპანია ,, ESBI INTERNATIONAL“- ს.  
2006ამოქმედდა ,,ელექტროენერგიის ბაზრის (სიმძლავრის) წესები“, რომლის საფუძველზეც, ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ პირდაპირი ხელშეკრულებები გააფორმა კვალიფიციურ საწარმოებთან, რამაც ხელი შეუწყო კომპანიის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას.  
2007,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მართვის უფლება გადაეცა ქართულ მხარეს.  
2008ძალაში შევიდა ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ რეაბილიტაციის გეგმა, რომლის საფუძველზეც კრედიტორების წინაშე არსებული ვალდებულებები გადავადდა 15 წლით (ეტაპობრივი გადახდის პირობით).  
2009ამოქმედდა ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მაღალი ძაბვის ქვესადგურებისა და ელექტროგადამცემი ხაზების კომპლექსური რეაბილიტაციის პროგრამა  
2011შპს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ გარდაიქმნა სააქციო საზოგადოებად, ხოლო აქციების 100%-ს მფლობელი გახდა სახელმწიფო ფონდი - ,,საპარტნიორო ფონდი“.  
2013დასრულდა ,,შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის პროექტი“. ახალი 400 კვ-ანი ხაზით ერთმანეთს დაუკავშირდა საქართველოს და თურქეთის ენერგოსისტემები.  
2013დასრულდა ორჯაჭვა, 220 კვ-ანი ელეტროგადამცემი ხაზის - ,,სენაკი 1,2“-ს მშენებლობა.  
2015პირველად მომზადდა და დამტკიცდა გადამცემი ქსელის ათწლიანი გეგმა (2015 – 2025 წწ.).  
2015დასრულდა ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მაღალი ძაბვის ქვესადგურების რეაბილიტაციის კომპლექსური პროგრამა. არსებულ ქვესადგურებში მთლიანად შეიცვალა ძალოვანი მოწყობილობები, აგრეთვე, მართვის და დაცვის სისტემები (6-500 კვ).  
2016დასრულდა ქვესადგურების: ,,მარნეული-500“, ,,ჯვარი-500“, ხორგა-220“ მშენებლობა.