ელექტროგადამცემი ქსელის ფლობა

სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის ერთ-ერთი მსხვილი მფლობელია. სსე-ს გადამცემი ინფრასტრუქტურა შედგება 3 550 კმ. სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზებისა და 93 ქვესადგურისგან. კომპანია არ აწარმოებს ელექტროენერგიას. ის ახორციელებს ელექტროენერგიის გადაცემას ჰიდრო, თბო და ქარის ელექტროსადგურებიდან ელექტროენერგიის გამანაწილებელ კომპანიებამდე (,,თელმიკო“, „ეპ ჯორჯია მიწოდება“) და პირდაპირ მომხმარებლებამდე (მსხვილი საწარმოები). გამანაწილებელი კომპანიები ელექტროენერგიას აწვდიან საბოლოო მომხმარებელს, ხოლო პირდაპირი მომხმარებლები მოიხმარენ საკუთარი მიზნებისთვის.

სსე-სა და სს გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემა „საქრუსენერგოს“ შორის 2021 წლის 4 იანვარს გაფორმდა ხელშეკრულება „სს გეს „საქრუსენერგოს“ საკუთრებაში არსებული ელექტროგადამცემი ხაზების უვადო სარგებლობის უფლებით (იჯარით) სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ (გადამცემი სისტემის ოპერატორი) გადაცემის თაობაზე“ , რომელიც ძალაში შევიდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ სსე-ზე ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღიდან (2021 წლის 1 ივლისი).