ჩვენ შესახებ

სააქციო საზოგადოება ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორია. კომპანია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ფლობს და ექსპლუატაციას უწევს 3 350 კმ. სიგრძის ელექტროგადამცემ ხაზებსა და 90 ქვესადგურს. გადამცემ ქსელს მართავს ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი, ხოლო მის ტექნიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ექსპლუატაციის დეპარტამენტის 7 რეგიონული ფილიალი (თბილისი, კახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, იმერეთი, აჭარა-გურია-სამეგრელო, აფხაზეთი). სსე, ასევე, მართავს მეზობელ სახელმწიფოებთან დამაკავშირებელ ყველა ელექტროგადამცემ ხაზს

სსე-ს აქციების სრულ პაკეტს ფლობს სახელმწიფო საინვესტიცო ფონდი - ,,საპარტნიორო ფონდი“, ხოლო ორგანიზაციის მართვის უფლება გადაცემული აქვს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს.