220 კვ. ეგხ „ჯვარი-ხორგა“-ს მშენებლობა და 500 კვ. ეგხ „კავკასიონის“ შეჭრის პროექტი

DSCF0378.JPG

,,ჯვარი-ხორგა"-ს შემაერთებელი ქსელის პროექტის აღნიშნული კომპონენტი მოიცავს 220კვ. ორჯაჭვა ელ-გადამცემი ხაზის მშენებლობას ქვესადგურიდან „ჯვარი“ ქვესადგურამდე „ხორგა“ (დაახლოებით 60კმ) და 500კვ. ორჯაჭვა გადამცემი ხაზის „კავკასიონი“ შეჭრას ქვესადგურში „ჯვარი“ (დაახლოებით 8 კმ). პროექტის (ა) და (ბ) კომპონენტების განხორციელება ხელს შეუწყობს ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე ჰესებიდან ელექტროენერგიის გატანას დასავლეთ საქართველოს, ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონისა და თურქეთის მიმართულებით და, ამავდროულად, შესაძლებელს გახდის აღმოსავლეთ საქართველოსკენ ელექტროენერგიის მიწოდების ზრდას.

პროექტის კონსულტანტია გერმანული კომპანია Fitchner. პროექტს ახორციელებდა ინდური კომპანია Jyoti Structures Limited. ვინაიდან, კომპანიამ ვერ შეძლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულება, ხელშეკრულება შეწყვეტილი იქნა 2018 წლის 15 აგვისტოს. მედიასაშუალებების თანახმად, აღნიშნული კომპანია გამოცხადდა ლიკვიდირებულად. Jyoty Structures Limited-ის სამართლებრივი სტატუსის შესახებ ინფორმაციის მოძიების მიზნით ხელშეკრულება გაუფორმდა ინდურ იურიდიულ კომპანიას. აღნიშნული კომპანიის მიერ მოწოდებული ინფირმაციის შესაბამისად Jyoty Structures Limited-ის მიმართ მიმდინარეობდა გადახდისუუნარობის საქმის წარმოება. 2019 წლის 19 მარტს გამართული ინდური ეროვნული კომპანიების სააპელაციო ტრიბუნალის (NCLAT) სხდომის შედეგად Jyoty Structures Limited გადავიდა რეაბილიტაციის რეჟიმში.

საკონსულტაციო ფირმა Fitchner-თან და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან შეთანხმებით, დარჩენილ სამუშაოებზე 2019 წლის 20 ივლისს ხელახლა გამოცხადდა ახალი ტენდერი, რომლის მიხედვითაც სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადად განისაზღვრა 2019 წლის 20 სექტემბერი. 2019 წლის 15 აგვისტოს ზუგდიდში, სსე-ს ოფისში ჩატარდა წინა სატენდერო შეხვედრა ტენდერში მონაწილეებთან.

აღნიშნული კონტრაქტის ფარგლებში, შესრულებულია შემდეგი სამუშაოები:

პროექტის დეტალები:

  • 220 კვ. ეგხ ,,ჯვარი-ხორგა"- ს 171 ფუნდამენტიდან მოწყობილია 170 ფუნდამენტი;
  • დამონტაჟებულია 86 ანძა;
  • 500 კვ. ეგხ ,,კავკასიონი"-ს შეჭრის პროექტში 21 ანძის ფუნდამენტიდან მოწყობილია 20.5 ფუნდამენტი;
  • 500 კვ. ეგხ ,,კავკასიონი"-ს შეჭრის პროექტში 21 ანძიდან აწყობილია და დამონტაჟებულია 18 ანძა;
  • სადენის გაჭიმვის პროცესი დასრულებულია 3,6კმ-ზე.

დღევანდელი მდგომარეობით:

  • ეგხ-ზე არსებობს დაახლოებით 20 კრიტიკული ლოკაცია, სადაც კონტრაქტორს მიტანილი ჰქონდა მასალები და ნაწილობრივ დაწყებული იყო ანძების აწყობის სამუშაოები. ამჟამად, სსე-ს ძალებით მიმდინარეობს ამ ლოკაციებზე ანძების სამონტაჟო სამუშაოების დასრულების პროცესი.
    სამუშაოები დაიწყო მ.წ 25 თებერვალს და 9 სექტემბრის მდგომარეობით, 20 კრიტიკული ლოკაციიდან, ანძის აწყობითი სამუშაოები დასრულებულია 17 წერტილზე.
  • განახლდა 500 კვ. ეგხ ,,კავკასიონი"-ს შეჭრის პროექტით განსაზღვრული სამუშაოები. კერძოდ, 9 სექტემბრის მდგომარეობით, დასამონტაჟებელი სამი ანძიდან, ანძის აწყობითი სამუშაოები დასრულებულია ერთ ლოკაციაზე.

პროექტის ვადები:

  • 500 კვ. ეგხ ,,კავკასიონი"-ს შეჭრის პროექტი დაიწყო 2014 წლის 12 აგვისტოს;
  • 220 კვ. ეგხ ,,ჯვარი-ხორგა"-ს პროექტი დაიწყო 2014 წლის 12 აგვისტოს;
  • პროექტის დასრულების ვადამ გადაიწია 2020 წელს.

სურათები

jvari-khorga samushao1small.jpgJvari-khorga samushao2small.jpg

დაკავშირებული დოკუმენტები

პროექტის გუნდი

romeo miqautadze 241X224

რომეო მიქაუტაძე

დირექტორი
ტელ.: +995 32 2 510 140
ელ-ფოსტა: romeo.mikautadze@energotrans.com.ge

Jemal Akhalaia.jpg

ჯემალ ახალაია

დირექტორის მოადგილე ტექნიკურ დარგში
ტელ.: +995 32 2 510 140
ელ-ფოსტა: j.akhalaia@energotrans.gse.com.ge

tea toriashvili.jpg

თეა ტორიაშვილი

დირექტორის მოადგილე პროექტების მართვის საკითხებში
ტელ.: +995 32 2 510 140
ელ-ფოსტა: t.toriashvili@energotrans.com.ge

nikoloz bibluri.jpg

ნიკოლოზ ბიბილური

დირექტორის მოადგილე ფინანსურ საკითხებში
ტელ.: +995 32 2 510 140
ელ-ფოსტა: nikoloz.bibiluri@energotrans.com.ge

პროექტები და ტენდერები