სამუშაოებისა და აქტივების მართვის (WAM) პროექტი

pic1.png

სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-მ (სსე) დაიწყო WAM პროგრამის დანერგვა (სამუშაოებისა და აქტივების მართვა). გერმანული სტანდარტების გათვალისწინებით, WAM-ის პროგრამის დანერგვაზე პასუხისმგებელი კომპანია არის IPS-Intelligent Process Solutions GmbH. ზემოაღნიშნული კომპანიის მოღვაწეობის სფეროს წარმოადგენს ელექტროენერგეტიკული სისტემების აქტივებისა და სამუშაოების მართვის ავტომატიზაცია, ტექნიკური მონაცემების ანალიზი და აქტივების მართვასთან დაკავშირებული ინფორმაციების შეკრების ხელსაყრელი მეთოდების დანერგვა. WAM პროექტის მიმდინარეობის ხარისხის მართვას უზრუნველყოფას უწევს კონსულტანტი კომპანია PWC.

pic4.png

პროექტის მიზანია სსე-ს მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანილი აქტივების, ტექნიკური მომსახურეობის და სარემონტო სამუშაოების მართვის პროგრამის დანერგვა. WAM პროგრამის დანერგვის შემდეგ, შეიქმნება აქტივების ერთიანი მონაცემთა ბაზა. აღნიშნული პროგრამის უპირატესობებს წარმოადგენს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით სამუშაოების დაგეგმვის, დავალებების გაცემის და შესრულების გამარტივება. ამასთანავე, WAM პროგრამა ხელს შეუწყობს ძირითადი აქტივების მონიტორინგს, მართვას და გააუმჯობესებს სამუშაო პროცესებს დროისა და ენერგიის დაზოგვით.

პროექტის დეტალები:

პროექტი შედგება სამი ფაზისგან:

I ფაზა - ძირითადი აქტივების ბაზების შექმნა და სისტემის ინტეგრაცია;

II ფაზა - სამუშაოებისა და საველე საქმიანობის პროცესების სისტემაში დანერგვა;

III ფაზა - დამატებითი ფუნქციები.

WAM-ის პროექტის I ფაზა დასრულებულია, რომლის ფარგლებში განხორციელდა:

  • დიზაინისა და დაგეგმვის სამუშაოების დანერგვა;
  • გაცვლის მენეჯმენტის სტრატეგიისა და დაგეგმარების დანერგვა;
  • ადგილმდებარეობების იერარქიების დანერგვა 19 ქვესადგურისთვის;
  • სსე-ს აქტივების ტიპების ანალიზი და მათი ასახვა პროგრამის აქტივების ტიპების ბიბლიოთეკაში, 8182 აქტივის ნიმუშის შეყვანა და ადგილის განსაზღვრა იერარქიულად;
  • საველე პირობებში მონაცემების შეგროვების (FDC) ტრენინგი და სარელეო დაცვის მონაცემების მომზადება საბოლოო მონაცემთა ბაზაში შეყვანისთვის;
  • პროექტის მხარდაჭერა დაიწყო 10 ოქტომბერს, პროდუქტიული მონაცემთა ბაზის მოწოდების შემდეგ.

WAM-ის პროექტის II ფაზა დასრულებულია, რომლის ფარგლებში განხორციელდა:

  • ANSI/NETA MTS-2015 და VDE 0109-2 სტანდარტის შესაბამისად, კონტრაქტორ ფირმა IPS-თან ერთად განხორციელდა ძირითად აქტივებზე ჩასატარებელი სხვადასხვა სახის სამუშაოებისთვის შესაბამისი ტექნიკური მომსახურეობის კონცეფციების დოკუმენტაციის შემუშავება და IPS-ის პროგრამაში მათი ინტეგრაცია. კერძოდ, ეს დოკუმენტები მოიცავს სსე-ის ძირითადი აქტივების ვიზუალური, დეტალური და დამატებითი შემოწმების სტანდარტულ საოპერაციო პროცედურებს. აღნიშნული ტექ. მომსახურეობის კონცეფციის მიზანია სსე-ის ელექტროდანადგარების საექსპლუატაციო ციკლის გაზრდა.
  • IPS-ის მიერ მოწოდებულია გაერთიანებული დოკუმენტაცია, რომელიც შეიცავს მისი კლიენტი კომპანიების მიერ დანერგილ ტექნიკური მომსახურეობის კონცეფციებს თავისი მაგალითებით; აღნიშნულის გათვალისწინებით და გამოყენებით განხორციელდა ზემოხსენებული პროცედურების შედგენაც;
  • IPS-ის მიერ განხორციელდა პროგრამის განახლება 1.93 (ახალ, საცდელ) ვერსიამდე, რის შედეგადაც მიზერულად მოხდა პროგრამის ინტერფეისის ცვლილება, ფუნქციონალის გაზრდა და მცირე ხარვეზების კორექტირება;
  • განხორციელდა ელექტროგადამცემი ხაზების მონაცემების ატვირთვა (აქტივების იმპორტი) პროგრამაში. აღნიშნულის წინაპირობას წარმოადგენდა პროგრამის 1.93 ვერსიამდე განახლება.

სსე-ში არსებულ პროგრამებთან IPSE-ის კავშირის მოწყობა:

  • IPS-ის მიერ დაიტესტა და დამყარდა კავშირი IPS SmartGridDI-ის აპლიკაციასა და სსე-ში უკვე არსებულ SMS-ით შეტყობინებების გაგზავნის სერვისთან. ამ ახალი ფუნქციის გამოყენებით WAM-ის პროგრამა შეძლებს ავტომატურად დაგენერირებული ან მომხმარებლებისგან ინიცირებული მნიშვნელოვანი SMS შეტყობინებების გაგზავნას ამა თუ იმ ობიექტზე / დანადგარზე პასუხისმგებელ პირებთან;
  • დასრულდა CAPE-ის მოწყობილობებისა და IPS-ის პროგრამის მაპინგი IPS CAPE Bridge-ის გამოყენებით (IPS-ის მიერ დასრულდა CAPE-ის ინტერფეისის მოწყობის პირველი ეტაპი);
  • დასრულდა SCADA-IPS-ის ინტერფეისის მოწყობის პირველი ეტაპი. შესაბამისად, IPS-ის პროგრამის მხრიდან განხორციელდა SCADA-IPS ინტერფეისის იმ ნაწილის გამართვა, რომლის დანიშნულებაც არის სსე-ის ძალოვანი ტრანსფორმატორების სხვადასხვა მახასიათებლების შესახებ SCADA-დან გამოგზავნილი ინფორმაციის მიღება, დამუშავება და IPS-ის მონაცემთა ბაზაში დამახსოვრება.

დაიწყო WAM-ის პროექტის III ფაზა

პროექტის დანერგვის ხანგრძლივობა:

  • პროექტი დაიწყო 2016 წლის 11 იანვარს;
  • პროექტი დასრულდება 2018 წლის დეკემბერში.

პროექტის ღირებულება:

  • 1.24 მილიონი ევრო.

სურათები

pic2.pngpic3.pngpic5.pngpic6.png

პროექტის გუნდი

bigvava

გიორგი ბიგვავა

პროექტის მენეჯერი

ტელ.: +995 32 2 510 202

ელ-ფოსტა: giorgi.bigvava@gse.com.ge

Viktoria_turnava.jpg

ვიქტორია თურნავა

პროექტის კოორდინატორი

ტელ.: +995 32 2 510 202

ელ-ფოსტა: victoria.turnava@gse.com.ge

levan.jpg

ლევან ოდიშელიძე

პროექტის კოორდინატორი

ტელ.: +995 32 2 510 202

ელ-ფოსტა: levan.odishelidze@gse.com.ge

giorgi nacvlishvili.jpg

გიორგი ნაცვლიშვილი

პროექტის კოორდინატორი

ტელ.: +995 32 2 510 202

ელ-ფოსტა: giorgi.natsvlishvili@gse.com.ge

cotne mamaladze.jpg

ცოტნე მამალაძე

პროექტის კოორდინატორი

ტელ.: +995 32 2 510 202

ელ-ფოსტა: tsotne.mamaladze@gse.com.ge

პროექტები და ტენდერები