500 კვ. ეგხ ,,ჯვარი-წყალტუბო"-ს მშენებლობა და 220 კვ. ,,წყალტუბო"-ს გაფართოება 500 კვ-იანი ფრთით
საქართველოს ქსელის განვითარებისთვის სტრატეგიული და მნიშვნელოვანი პროექტი 500 კვ ეგხ ,,ჯვარი-წყალტუბო”-ს მშენებლობა, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეგხ ,,იმერეთი 500"-ის დაზღვევას უზრუნველყოფს. აღნიშნული პროექტი ასევე გულისხმობს დასავლეთ საქართველოდან ახალი სიმძლავრეების უსაფრთხოდ გამოტანას (,,ენგურჰესის” ინტეგრაცია ჯვარის ქვესადგურში). პროექტი მოიცავს, როგორც 500 კვ ეგხ ,,ჯვარი-წყალტუბო”-ს მშენებლობას, ასევე არსებული ქ/ს ,,წყალტუბო”-ს გაფართოებას 500 კვ-იანი ფრთით. შემდგომში, არსებულ ,,წყალტუბო-220”-სა და ახალ ქვესადგურ ,,წყალტუბო-500”-ს შორის მოეწყობა კავშირი.
პროექტის დეტალები:
- პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დასრულდა 2017 წლის 6 სექტემბერს (საკონსულტაციო კომპანია - Fichtner GmbH & Co. KG);
- საკონსულტაციო კომპანიასთან - GOPA-International Energy Consultants GmbH გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, მიმდინარეობს პროექტის ძირითადი დიზაინის და სატენდერო დოკუმენტაციის მომზადების სამუშაოები სამშენებლო ტენდერის ჩასატარებლად. აღნიშნული სამუშაოები დასრულდება მშენებელი კომპანიის შერჩევისა და მასთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ;
- საკონსულტაციო კომპანიასთან - DG Consulting Ltd გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, მიმდინარეობს გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშისა და განსახლების პოლიტიკის ჩარჩო დოკუმენტის შემუშავების სამუშაოები;
- ტენდერი გამოცხადებულია, ტენდერის გახსნა დაგეგმილია მიმდინარე წლის 18 სექტემბერს.
პროექტის ვადები:
- პროექტის დასრულების სავარაუდო თარიღი - 2022 წელი.
სურათები




დაკავშირებული დოკუმენტები
- ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე
ზემოქმედების შეფასების ანგარიში - განსახლების პოლიტიკის ჩარჩო-დოკუმენტი
- დაინტერესებულ პირთა ჩართულობის გეგმა (SEP)
- გარემოსდაცვითი და სოციალური ვალდებულების გეგმა (ESCP)
- შრომის მართვის პროცედურა (LMP)
პროექტის გუნდი

