220 კვ. ეგხ „ახალციხე-ბათუმის“ მშენებლობა

20160825_112049.jpg

პროექტი მოიცავს მაღალი ძაბვის ორჯაჭვა 220 კვ. ეგხ-ის მშენებლობას მაღალი ძაბვის მუდმივი დენის გარდამსახი 500/400/220კვ ქვესადგურიდან „ახალციხე“ 220კვ. ქვესადგურამდე „ბათუმი“. ხაზი ასევე დააკავშირებს ახალ ჰიდროელექტროსადგურს „შუახევიჰესს" (185 მგვტ „სხალთაჰესთან" ერთად) და „კორომხეთიჰესს" (150 მგვტ) საქართველოს ენერგოსისტემასთან. დაახლოებით 142 კმ სიგრძის გადამცემი ხაზი აშენდება ორ ეტაპად; პირველ ეტაპზე განხორციელდება „შუახევიჰესის" დაკავშირება ბათუმის ქვესადგურთან, დაახლოებით 52 კმ სიგრძის მონაკვეთით, ხოლო მეორე ეტაპზე „შუახევიჰესი" დაუკავშირდება ახალციხის ქვესადგურს, დაახლოებით 90 კმ სიგრძის მონაკვეთით. ახალი 220 კვ. ხაზი გააუმჯობესებს ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილისთვის (რომელიც ელექტროენერგიას იღებს ბათუმის ქვესადგურიდან, და სადაც მდებარეობს შავი ზღვის მნიშვნელოვანი პორტი და ტურისტული კურორტი) ელექტროენერგიის მიწოდების საიმედოობასა და ხარისხს. ბათუმისთვის ელექტროენერგიის მიწოდება ახალი ხაზის საშუალებით უფრო საიმედო გახდება, გაჩნდება ორი სარეზერვო კავშირი, ერთი - ახალციხის ქვესადგურის მიმართულებით და მეორე - ჩრდილოეთით, ქვესადგურებისკენ „მენჯი“ და „ხორგა“. ასევე შესაძლებელი იქნება ელექტროენერგიის ექსპორტი თურქეთში შუახევი/სხალთა და კორომხეთის ჰესებიდან ახალციხის მაღალი ძაბვის მუდმივი დენის გარდამსახი ქვესადგურის, ხოლო მოგვიანებით - ბათუმში დაგეგმილი მაღალი ძაბვის მუდმივი დენის გარდამსახი ქვესადგურის გავლით.

პროექტი ფინანსდება მსოფლიო ბანკის მიერ № 8377-GE სესხის ფარგლებში. სამშენებლო ხელშეკრულება (№ IBRD/TGSP/W/ICB/01-2014) გაფორმდა 2015 წლის 27 აპრილს ინდურ კომპანიასთან KEC International Limited.

პროექტის განხორციელების ხელშესაწყობად, 2015 წლის 9 ივლისს გაფორმდა ხელშეკრულება საზედამხედველო საკონსულტაციო კომპანიასთან GOPA-International Energy Consultants GmbH (გერმანია). საკონსულტაციო ხელშეკრულების (№ IDA/TGSP/CS/QBS/01-2013) ღირებულება შეადგენს 2.60 მლნ აშშ დოლარსა და 2.62 მლნ ლარს (გადასახადების ჩათვლით). ხელშეკრულების ვადა 36 თვეა, რომელსაც ემატება დეფექტების აღმოფხვრის 12-თვიანი პერიოდი.

პროექტის მიმდინარეობა:

  • პროექტის II სეგმენტის სამშენებლო სამუშაოების I ეტაპი(ფაზა) დასრულებულია:
    • მიმდინარეობს შენიშვნების აღმოფხვრის სამუშაოები;
  • მიმდინარეობს პროექტის I სეგმენტის სამშენებლო სამუშაოების II ეტაპი(ფაზა):
    • 250 მისასვლელი გზიდან მოწყობილია 173;
    • 250 ანძიდან გეოლოგიური კვლევა ჩატარებულია 171 ანძაზე;
    • 250 ანძის ფუნდამენტიდან მოწყობილია 163 ფუნდამენტი;
    • 250 ანძიდან აწყობილი და დამონტაჟებულია 113;

პროექტის ვადები:

  • პროექტი დაიწყო 2015 წლის 25 ივლისს;
  • პროექტი მიმდინარეობს, დასრულების სავარაუდო თარიღია 2018 წლის თებერვალი.

პროექტის ღირებულება:

  • ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 31.65 მლნ აშშ დოლარს, დღგ-ისა და იმპორტის გადასახადის გარეშე (აღნიშნული გადასახადების სავარაუდო ჯამური ღირებულებაა 5 მლნ აშშ დოლარი).

სურათები

akhaltsikhe-batumi small1.jpgakhaltsikhe-batumi small2.jpgakhaltsikhe-batimi small3.jpg20160710_134935.jpg

დაკავშირებული დოკუმენტები

პროექტის გუნდი

Davit Utmelizde

დავით უთმელიძე

პროექტის მენეჯერი

ტელ.: +995 32 2 510 202

ელ-ფოსტა: david.utmelidze@gse.com.ge

Merab Tabatadze

მერაბ ტაბატაძე

ინჟინერი

ტელ.: +995 32 2 510 202

ელ-ფოსტა: merab.tabatadze@gse.com.ge

IMG_MAMUKA_SHELIA

მამუკა შელია

ინჟინერი

ტელ.: +995 32 2 510 202

ელ-ფოსტა: mamuka.shelia@gse.com.ge

Davit.jpg

დავით გოგშელიძე

პროექტის კოორდინატორი

ტელ.: +995 32 2 510 202

ელ-ფოსტა: david.goghselidze@gse.com.ge

zezva.jpg

ზეზვა ხვედელიძე

პროექტის კოორდინატორი

ტელ.: +995 32 2 510 202

ელ-ფოსტა: zezva.khvedelidze@gse.com.ge

irakli.jpg

ირაკლი ჯინორია

პროექტების ნებართვების და ქონების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

ტელ.: +995 32 2 510 202

ელ-ფოსტა: Irakli.jinoria@gse.com.ge